Catherine de Hueck Doherty - ქართული ენა

პატარა მანდატი

აღსდექი - გაიარე! გაასხვისე შენი ქონება. გაეცი პირდაპირ, მიეცი ღარიბებს. აიღე ჩემი ჯვარი (მათი ჯვარი) და გამომყევი მე, მივიდეთ ღარიბებთან, ღარიბულად, მათთან ერთად, ჩემთან ერთობით.

მცირე - იყავი ყოველთვის მცირე! იყავი უბრალო, ღარიბი, ბავშვური.

იქადაგე სახარება შენი ცხოვრების მეშვეობით - კომპრომისის გარეშე. დაუგდე ყური წმინდა სულს. იგი წარგიძღვება.

ჩემი სიყვარულით პატარა საქმეებიც გულუხვად შეასრულე.

გიყვარდეს... გიყვარდეს... გიყვარდეს, არასოდეს საზღაურის გამო.

წამოდი ბაზრის ტერიტორიაზე და იყავი ჩემთან ერთად. ილოცე, იმარხულე. ყოველთვის ილოცე და იმარხულე.

იყავი თავმდაბალი. გაუნათე გზა მეზობელს. შიშის გარეშე შეაღწიე ადამიანის გულში. მე შენთან ვიქნები.

ყოველთვის ილოცე. მე ვიქნები შენი ნავსაყუდელი.

პატარა მანდატი


Madonna House Publications
publications@madonnahouse.org
2888 Dafoe Rd
RR 2
Combermere ON   K0J 1L0
Canada

Read more in English at: www.catherinedoherty.org and www.madonnahouse.org